ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, მაჟორიტარ კანდიდატად იმ ოლქში წავა, სადაც შეთანხმებით გადაწყდება. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა.

"როგორც საერთო ფორმატში გადაწყდება და როგორც უკეთესი იქნება საქმისთვის და ქვეყნისთვის მე იქ წავალ რიგით ჯარისკაცად, ან თუ ჩათვლიან, რომ არ არის საჭირო, არ წავალ", — თქვა შალვა ნათელაშვილმა.

საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.

მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.

ამავე თემაზე: