შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტ კრიმინალისტი, რომელსაც აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დენმა დაარტყა გარდაიცვალა. უწყებამ ინფორმაცია საკუთარ გვერდზე გაავრცელა და ოჯახს მიუსამძიმრა.

3 ივნისს, ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური პირველ ივნისს აფეთქდა.