ჭავჭავაძის გამზირზე, რეაბილიტაციის გამო, მოძრაობის სქემა კიდევ ერთხელ იცვლება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თბილისის მერიის ინოფრმაციით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპის გამო, 6-დან 20 ივნისამდე ავალიშვილის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოება გადაადგილებას შეძლებს შემდეგი მარშრუტით:
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ავალიშვილის ქუჩიდან
გადაადგილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით
შეეძლებათ; - თავისუფალი იქნება კეკელიძის, ნაფარეულის, მირცხულავასა და
თაქთაქიშვილის ქუჩები, საიდანაც მოსახლეობა ჭავჭავაძის გამზირიდან
ფალიაშვილი-აბაშიძის ქუჩებზე მოხვედრას შეძლებს. ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ერისთავის, ბაზალეთისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით; - ბაზალეთის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნება ვაკის პარკის ან ვარაზისხევის მიმართულებით;
- რამიშვილის ქუჩაზე ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებიდან მოხვედრა არაყიშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი, საიდანაც მძღოლები მოძრაობას ჭაბუა ამერეჯიბის გზატკეცილზე გააგრძელებენ.
- ამასთანავე, მრგვალი ბაღის ტერიტორიიდან ერისთავის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა და მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა იქნება
შესაძლებელი; - გადაადგილება ასევე, თავისუფალი იქნება აბაშიძის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით;
- თამარაშვილის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა და ბაგების მიმართულებით გადაადგილება თავისუფალი იქნება; ანალოგიური მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობისას.
- ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობა გადაადგილებისას თამარაშვილის ქუჩით ისარგებლებს;
რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემას, 6-დან 20 ივნისის ჩათვლით, ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სქემით:
- #9, #59 ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობას ავალიშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას ჭავჭავაძის გამზირს თამარაშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან;
- #34, #61 მარშრუტები ბაგების მიმართულებით მოძრაობას საბურთალოს რაიონისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ;
- #51 ავტობუსი ჭავჭავაძის გამზირის,ოთარ თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მიშველაძის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებისას კი აბაშიძისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
- რაც შეეხება #21 და #88 ავტობუსებს, ისინი საწყისი და ბოლო პუნქტებისკენ საბურთალოს რაიონის გავლით იმოძრავებენ;
- #85 ავტობუსი მოძრაობას ვაკის სასაფლაოს მხრიდან დაიწყებს და ჭავჭავაძის გამზირიდან ოთარ თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მიშველაძის ქუჩაზე მოხვდება;
- #87 ავტობუსის მარშრუტი ვაკის სასაფლაომდე იმოძრავებს და უკუმიმართულებისას, ასევე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით, მოძრაობას თავისუფლების მოედნისკენ გააგრძელებს.
- #83 ავტობუსი თამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩას ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარნოვის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ერისთავისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით მოხვდება, რის შემდეგაც, ავალიშვილის ქუჩისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მეშვეობით, მეტროსადგურ დელისს დაუკავშირდება.
- მიკროავტობუსების — #32, #35, #126, #137, #170, #202 მარშრუტები ვაკის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობისას, ჭავჭავაძის გამზირიდან ავალიშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, უკუმიმართულებისას კი ჭავჭავაძის გამზირს თამარაშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებენ;
- #15, #44, #73 და #128 მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩის შემდეგ, მოძრაობას აბაშიძის ქუჩის ნაცვლად, ვაკის სასაფლაოს მიმართულებით გააგრძელებენ. უკუმიმართულებით კი ვაკის სასაფლაოს მხრიდან თამარაშვილის ქუჩის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
- #4 მიკროავტობუსის მარშრუტი ბარნოვის ქუჩიდან ერისთავისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, ავალიშვილის ქუჩისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მეშვეობით, თამარაშვილის ქუჩიდან უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ასევე, თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, თაქთაქიშვილის ქუჩით, აბაშიძის ქუჩას დაუკავშირდება და დადგენილი სქემით იმოძრავებს;
- #120 მიკროავტობუსის მარშრუტი მიშველაძის ქუჩას ჭავჭავაძის გამზირიდან თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები