ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მათი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მედია არასაკმარისად თავისუფალი იყო. ამის შესახებ მან ირაკლი იმნაიშვილთან ღამის კურიერში განაცხადა.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, ბეჭდური მედია თავისუფალი იყო, თუმცა ცენტრალური ტელევიზიები პროსახელისუფლებო პოზიციებს იკავებდნენ.

"თქვენს [ირაკლი იმნაიშვილის] პერსონალურ ბედში ცუდი როლი ვითამაშე და ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელისუფლებაშია, როცა მედიას აკრიტიკებს. რომც თვლიდეს რომ მართალია და მე ახლაც ვთვლი, რომ მოჭიდავეების ბუნტის გაშუქება იყო ძალიან არაკორექტული, მაგრამ როცა ხელისუფლებაში ხარ და ტრადიცია არ გაქვს დემოკრატიის და ყველა სიტყვას შეიძლება მოჰყვეს ქმედება, როცა ოლიგარქები არიან, რომლებიც პოლიტიკურ თამაშში ერევიან და მათ შორის გარიგება, ან ხელისუფლების გარიგება მათთან, შეიძლება დასრულდეს პლურალიზმის შემცირებით, უნდა გაითვალისწინო ეს", — განაცხადა ბოკერიამ.