გერმანული აი ეს ემ - მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლა (ISM - International School of Management) და ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF 2020 წლის 11 ივნისს 16:00 საათზე გამართავენ ვებინარს სპეციალურად ქართველი მოსწავლეებისათვის.

ვებინარზე განხილული იქნება უნივერსიტეტის მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამები, სწავლის თითოეულ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, MBA) მიღების კრიტერიუმები და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობა, რომელსაც ISM გთავაზობთ. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. იმისათვის, რომ ვებინარში მიიღოთ მონაწილეობა და ასევე შეიტყო მეტი დაფინანსების მოპოვების შესახებ, საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენ მიიღებთ ლინკს, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ, რომ მითითებულ დროს ჩაერთოთ ვებინარში. თქვენ ასევე მიიღებთ უნივერსიტეტის საპრეზენტაციო მასალასა და ელექტრონულ ბროშურებზე წვდომას.

International School of Management (ISM) მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლაა, რომელიც 1990 წელს დაარსდა დორტმუნდში და მას შემდეგ ერთ-ერთი წამყვანი კერძო ბიზნეს სკოლაა გერმანიაში.

დორტმუნდის მთავარი კამპუსის გარდა, ISM-ს კიდევ ექვსი კამპუსი აქვს ფრანკფურტში, ბერლინში, მიუნხენში, კელნში, ჰამბურგსა და შტუტგარტში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება ნებისმიერ კამპუსზე და ასევე მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, რომლებიც წარმოებს 180- ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან.