როგორ შეუძლიათ კომპანიებს პროდუქტიულობის ზრდა ვარჯიშის წახალისებით
თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე სტრესი ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გახდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ურბანულ დასახლებებში, სადაც თუნდაც გამწვანების ნაკლებობისა და შესაბამისად დაბინძურებული გარემოს, გადაადგილების პრობლებისა (საცობი, გადავსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი) და ინფორმაციის ჭარბად მიღების გამო, ჩვენი გონება ზედმეტად იტვირთება.
ამ ყველაფერს კი ემატება ისიც, რომ დღეს დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი სამუშაო დროის უმეტესობას ოფისში ნაკლები ფიზიკური დატვირთვით ატარებს. სხეულის უმოძრაობა კი ჩვენს გამოფიტვას კიდევ უფრო უწყობს ხელს, რაც სამსახურეობრივ მოვალეობებთან გამკლავებას უფრო რთულად შესასრულებელ მისიად აქცევს.
ჯანსაღი ცხოვრების წესი ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალი რომ არის, ეს სიახლე არავისთვისაა, თუმცა ამ წესის ყოველდღიურ რუტინად დამკვიდრება სხვადასხვა მიზეზის გამო მარტივი მისაღწევი სულაც არ არის: ამისათვის საჭიროა დამატებითი ფინანსები და დრო, ადამიანების უმეტესობა კი დღეს ყველაზე ხშირად სწორედ ამ ორი რესურსის ნაკლებობაზე საუბრობს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს მდგომარეობა უმეტესი ჩვენგანის რეალური მოცემულობაა და მისი შეცვლა მხოლოდ ინდივიდუალური მონდომებით თითქმის შეუძლებელია, ასეთ დროს კომპანიებს შეუძლიათ ახალი პოლიტიკით სრულად გააუმჯობესონ ვითარება.
კომპანიების კეთილი ნებით წახალისებული თანამშრომლები, რომლებსაც შესაძლობლობა ექნებათ სხვადასხვა აუცილებელი და მათთვის საინტერესო ფიზიკური აქტივობებით დაკავდნენ, მთელი კომპანიის პროდუქტიულობას გაზრდის და სამუშაო გარემოს სტრესისგან მაქსიმალურად გაათავისუფლებს.
ამ სტატიაში იმ კონკრეტულ სასარგებლო შედეგებზე მოგიყვებით, რომლებსაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მოუტანს თანამშრომლებს და შესაბამისად, მთელ კომპანიას.
სტრესის შემსუბუქება
საიდუმლო არავისთვისაა, რომ სტრესი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად პირველ რიგში ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას აზიანებს. ამის გამო დასაქმებულები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო "გადაიწვებიან", უჭირთ სამუშაოზე ფოკუსირება, ყურადღების მოკრება და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება.
მრავალი კვლევით დასტურდება, რომ ვარჯიში საუკეთესოდ ეხმარება ადამიანებს სტრესთან ბრძოლაში: სათანადო ფიზიკური აქტივობისას ორგანიზმში საოცრად მცირდება სტრესით გამოწვეული გვერდითი ეფექტები და სანაცვლოდ იზრდება ჰორმონ ენდორფინების რაოდენობა, რაც გონებას მოდუნებაში, საუკეთესო შემთხვევაში კი ბედნიერების შეგრძნების გახშირებაში ეხმარება.
მეტი ენერგია
ყველაზე რუტინულ, ერთფეროვან და ერთი შეხედვით, მარტივად შესასრულებელ სამუშაოსაც კი სჭირდება სათანადო ენერგია, რომელსაც დასაქმებული ამ შრომას მოახმარს. ხოლო თუ თავს მუდმივად დაღლილად, სუსტად და უუნაროდ ვგრძნობთ, ვერასდროს შევძლებთ დაკისრებულ მოვალეობებს თავი სათანადოდ გავართვათ.
ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს გულის კუნთებს, რაც პირდაპირ აისახება, როგორც ჩვენს ზოგად განწყობაზე, ისე ფიზიკური ენერგიის შეგრძნებაზე. ხოლო მაშინ, როცა დასაქმებული თავს მხნედ გრძნობს, შესასრულებელ სამუშაოსაც ნაკლებად მძიმედ აღიქვამს და პასუხისმგებლობებსაც უფრო მეტი მონდომებით ართმევს თავს.
პროდუქტიულობის გაზრდა
ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ვარჯიში არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ შესაძლებლობებსაც მკვეთრად აუმჯობესებს. არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომ ვარჯიში ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა:
- კრეატიულობა
- მეხსიერება
- კონცენტრაცია
- ახალი ცოდნის სწრაფად ათვისება
შესაბამისად, დამსაქმებლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებით შესაძლებლობა ეძლევათ, რომ თანამშრომლებისგან იმაზე უკეთესი საერთო შედეგი მიიღონ, ვიდრე ეს მანამდე იყო შესაძლებელი.
სამუშაო გარემოს გაუმჯობესება
იმასთან ერთად, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი სტრესის შემსუბუქებით ზრდის დასაქმებულების პროდუქტიულობასა და ენერგიულობას, ამავდროულად აუმჯობესებს მთლიანად სამუშაო გარემოს: თანამშრომლები გრძნობენ, რომ დამსაქმებელი მათ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ცდილობს, უკეთესი პირობები შეუქმნას.
ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიის მიმართ დამოკიდებულებაზე: ეს ბევრს დაეხმარება, რომ სამსახური მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების საშუალებად არ აღიქვას და უფრო მეტი ენთუზიაზმით მოეკიდოს სამუშაოს, რაც ხელმძღვანელობასთან ერთად, თანამშრომლებს შორის ურთიერთობასაც უფრო ჯანსაღს გახდის — სტრესისგან გამწვავებული უთანხმოებებისა და უსიამოვნებების წარმოქმნის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდება.
ეს ყველა ფაქტორი კარგად აქვთ გაცნობიერებული სამუშაო ბაზრის დიდ მოთამაშეებს და ამ ცოდნას შესაბამისადაც იყენებენ: ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიც არიან Google და Nike, ოფისებში თანამშრომლებს სავარჯიშო დარბაზი ან იოგისთვის შესაფერისი სივრცე მოუწყეს, რათა მუშაობის პროცესში ფიზიკური აქტივობით სურვილისამებრ დაკავდნენ.
თუმცა კერძო სექტორში ყველას ისეთი უზომო შესაძლებლობები როდი აქვს, როგორც ეს გიგანტი კომპანიების შემთხვევაში ხდება. ამის გამო კი ამ იდეის განხორციელება ერთი შეხედვით მიუწვდომელი ფუფუნება ჩანს, თუმცა ეს მანამდე, სანამ FitPass-ის კორპორატიული შეთავაზების შესახებ გაიგებთ.
ფიტპასი კომპანიებს სპეციალურ სერვისს სთავაზობს, რომლით სარგებლობისასაც ამ კომპანიის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ექვს ქალაქში ასზე მეტ სპორტულ და გამაჯანსაღებელ ობიექტს თავიანთი სურვილისა და გემოვნების მიხედვით დროის სხვადასხვა მონაკვეთში ეწვიონ: თუ აქამდე მსგავსი სერვისით სარგებლობისას ყველა თანამშრომელს მხოლოდ ერთი აქტივობით შეეძლო ესარგებლა, ფიტპასის ბარათის საშუალებით შეზღუდული არავინ იქნება და თავისუფლად გააკეთებს არჩევანს ფიზიკურ აქტივობებს შორის.
ფიტპასი დაინტერესების შემთხვევაში მრავალფეროვან და მოქნილ პირობებს შემოგთავაზებთ: მაგალითად, კომპანიას შესაძლებლობა ექნება, თუ სრულად ვერა, ნაწილობრივი თანადაფინანსების სისტემით შეუწყოს ხელი თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და შესაბამისად, ორივე მხარისთვის გაცილებით უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნას.
პარტნიორების მზარდი ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ვებსაიტზე: www.fitpass.ge
კორპორატიული შეთავაზების მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: t.ly/6Oym
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ფიტპასს ნომერზე 2 12 12 40
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები