პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ოპოზიციის წევრები მედიაში ჟურნალისტებად ფორმდებობდნენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისათვის საშვები მიეღოთ. გახარიას არ უთქვამს, კონტრეტულად ვინ აიღო მსგავსი გზით გადაადგილებისათვის საჭირო საშვი.

მისი თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც სწორედ იმიტომ დააჯარიმეს, რომ ის საშვებს "ჯიგრულ პონტში" არავისთვის უშვებს.

"ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი, საშვი რომ მოეპოვებინათ, "ჯიგრულ პონტში" წავიდა მედიაში გაფორმდა როგორც ჟურნალისტი და მოძრაობდნენ. ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, იმიტომ, რომ მე "ჯიგრულ პონტში" არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, არ ვაკეთებ, ჩემს ფასეულობებს ეწინააღდეგება. ბევრი მათგანი გაფორმდნენ მედიაში იმისთვის, რომ "ჯიგრულ პონტში" აეღოთ ნებართვა და ქალაქში კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ", — განაცხადა გახარიამ.