თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება. 5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის — ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი კრიტიკოსი და ჟურნალისტი - კახა თოლორდავა იქნება.

სესიის - "იმპროვიზაცია - აქ.ახლა" ფარგლებში, კახა თოლორდავა და ბექა გოჩიაშვილი მუსიკასთან ერთად, ახალ რეალობაში მუსიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებსა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ჯაზ-პიანისტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ახლანდელ ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ისაუბრებს.