პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თავის დეკლარაციაში 2015 წლიდან ქონების კლებას განმარტავს და ამბობს, რომ რაღაც ნაწილში თავადაც "ღარიბდება". მისი თქმით, ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში შემოსავალი აკლდება.

"ქონებრივი დეკლარაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად და იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?" — გახარიამ.

გახარიას თქმით, ის შემოსავლის კლებისთვის მზად იყო, რადგან ქვეყნის სამსახურშია.

"მე ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას. რაც შეეხება კითხვას, მოსახლეობა გაღარიბდა თუ არა, მოსახლება არა. მოსახლეობას უჭირს, რა თქმა უნდა, და ამას არავინ უარყოფს", — განაცხადა გახარიამ.