ჯენ იგილ ბაკედალი ჩრდილოეთ ნორვეგიაში თავის სახლში სენდვიჩს იმზადებდა, როცა უჩვეულო ხმაური მოესმა და მაშინვე სახლიდან გამოიქცა, რათა გაეგო, რა ხდებოდა.

მან მალევე გააცნობიერა, რომ ხმაური მეწყერმა გამოიწვია და ახლომდებარე გორაკიდან გადაიღო ბუნებრივი კატასტროფის პროცესი, რა დროსაც ქალაქ ალტასთან ახლოს მდებარე დასახლებაში რვა სახლი ზღვაში ჩაიძირა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ძლიერი მეწყერის გამი 800 მეტრამდე მიწის ნაკვეთი ჩამოიშალა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რადგან სახლების უმეტესობა დროებით ცარიელი იყო.

TIME-ის ცნობით, მეწყერული პროცესების ეპიცენტრში იმყოფებოდა ძაღლი, თუმცა მან წყალში გამოცურვა შეძლო და უვნებლად გადარჩა.