პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თბილისში შემოწმებული 75 სასტუმროდან ჯანდაცვის სამინსიტროს მოთხოვნები მხოლოდ 15-მა დააკმაყოფილა. ამ თემაზე მან ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში უკვე დაწყებულია მიღება კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების, მოდით შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ გავიხსნები. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ, უნდა იცოდეთ, რომ 75-მა 15-მა გაუძლო მხოლოდ, თბილისში", — თქვა გიორგი გახარიამ.

გახარიამ აღნიშნა, რომ ამ ციფრმა სხვები არ უნდა შეაშინოს, რადგან თბილისში ბევრი დიდი სასტუმროა, რომელსაც სტანდარტების დაცვა უჭირს, თუმცა პატარა სასტუმროებზე მოთხოვნები სხვანაირია.