საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ვარკეთილში, სახლში ჩაკეტილ შეიარაღებულ კაცთან სატელეფონო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მან ადგილზე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და არავინ არ დაშავებულა. მანვე განმარტა, რომ სახლში ჩაკეტილ კაცს არავის მიმართულებით არ უსვრია, შვილები და ცოლი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს:

"პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, ჩაკეტილია სახლის პირველ სართულზე, საიდანაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა".

ვარკეთილში, მესამე მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიცია შეიარაღებული კაცის დაკავებას ცდილობს. ადგილზე კი სამართალდამცავები არიან მობილიზებული. იქვეა ჯავშანმანქანები და კორპუსის პერიმეტრი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.