ვარკეთილში, მესამე მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიცია შეიარაღებული კაცის დაკავებას ცდილობს. რუსთავი 2-თან საუბარში ადგილზე მყოფი ერთ-ერთი უფლებადამცველი, დავით ცინცქილაძე ჰყვება, რომ კაცის შვილები უკვე გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე:

"მას არავის მოკვლის განზრახვა არ აქვს. მასთან შეუძლიათ დაამყარონ ფსიქოლოგიური კონტაქტი ისე, რომ არც სპეცნაზი იყოს საჭირო და არც ჯავშანმანქანები. [...] ეს ადამიანი არის დასაკავებელი, საზოგადოებისაგან საჭიროა მისი იზოლაცია და საჭიროა ალკოჰოლზე მკურნალობა.

ვესაუბრე მის შვილს და ტყუილად გაღიზიანდა ნასვამ მდგომარეობაში. ის არის მონადირე, უყვარს ნადირობა და ამის გამო აქვს ცეცხლსასროლი იარაღი. ბავშვთან მიმართებით იყო არაადეკვატური და მის შესაშინებლად გაისროლა. ინციდენტის დროს ცოლი სახლში არ იყო".

შინაგან საქმეთა სამინისტრში On.ge-ს განუცხადეს, რომ კაცი სახლში მარტოა, ნასვამ მდგომარეობაში, ადგილზე კი სამართალდამცავები არიან მობილიზებული. იქვეა ჯავშანმანქანები და ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.