თავდაცვის ძალების წინააღმდეგ სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია მზადდება — თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტროს, განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პარტიების, კერძოდ ნაციონალურ მოძრაობასთან და მასთან დაკავშირებული პირებისა და მედია საშუალებების მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ "მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია" მზადდება.
მათივე განმარტებით, საქმე ეხება, "ისტორიაში პირველად" შემოტანილი უმაღლესი ხარისხის, ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმლებისა და ბათინკების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას.
სამინისტროს ცნობით, უწყებამ უმაღლესი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელები სამინისტროს თანამშრომლების მიერ "წარმატებული" კომუნიკაცია-მოლაპარაკებით და ასევე, კონტრაქტის შუამავლების გარეშე პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმებით საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად შეიძინეს.
"გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებისთვის შეძენილ იქნა ბაზრის ლიდერი კომპანიების: ლოვას და ჰაიქსის მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლები. ახალი წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის, ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს" — აცხადებენ სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ყველა ის შესაძლო ბრალდება, რაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან შეიძლება გავრცელდეს სოციალურ ქსელსა თუ ტელევიზიაში უსაფუძვლოა და მიმართულია "ჯარის საკეთილდღეოდ და გასაძლიერებლად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების დასაკნინებლად".
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდბს ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას, "შეწყვიტოს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რაც გამოიხატება ჯარის მიმართ მსგავსი დისკრედიტაციის კამპანიების წარმოებით".
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
-
-
გადახედვადეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით დეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით
-
გადახედვარუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
-
გადახედვარას უკავშირებს კალაძე ნაკრების ფეხბურთელების პროევროპულ პოზიციებს სოციალურ ქსელებში რას უკავშირებს კალაძე ნაკრების ფეხბურთელების პროევროპულ პოზიციებს სოციალურ ქსელებში
კომენტარები