სამების საკათედრო ტაძარს გაზმომარაგება შეუწყვიტეს. ამის შესახებ ტაძრის არქიმანდრიტმა, მამა იოანე მჭედლიშვილმა TV პირველთან ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია 3 წლის განმავლობაში "ითვალისწინებდა" მათ, რადგან "გაზის თანხა არ ჰქონდათ". სამების ტაძის სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ საუბარია, დაახლოებით, 250 ათასლარიან დავალიანებაზე.

"რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი. დავალიანების გამო ჩაჭრეს. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა ეს თანხა და კომპანიისგან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ბევრჯერ გაგვითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს. მონასტერს არასდროს ჰქონდა იმის საშუალება რომ ეს გაზის თანხა გადაეხადა. რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და რა ქნან იმათაც, ყოველთვის გვერდში გვედგა?", — ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.