სარჩელში ნათქვამია, რომ კომპანიის Google Analytics, Google Ad Manager და სხვადასხვა აპლიკაცია მომხმარებლების ახლო კონტაქტებზე, ინტერესებზე, ჩვევებზე და "ყველაზე სენსიტიურ საკითხებზე" ინფორმაციას აგროვებს.

"მან [Google-მა] პრაქტიკულად ყველა ტელეფონიდან და კომპიუტერიდან არაავტორიზებული მონაცემების შეგროვება უნდა შეწყვიტოს", — ნათქვამია სარჩელში. Google-ში კი მიიჩნევენ, რომ სარჩელი გამართლებული არ არის.

"ჩვენ ნათლად გვიწერია, რომ ინკოგნიტო ფანჯრის გახსნისას, სხვადასხვა საიტი თქვენი ინფორმაციის შეგროვებას მაინც შეძლებს", — ამბობს Google-ის სპიკერი ხოსე კასტანედა. მისი თქმით, კომპანია სასამართლოში თავს აუცილებლად დაიცავს.

"ბევრი საიტი ისეთ კოდს იყენებს, რომელიც ინფორმაციას სხვა ბიზნესებისთვის აგროვებს, რის შესახებაც მომხმარებელმა შეიძლება არ იცოდეს", — ნათქვამია Microsft-ის, Carnegie Mellon-ის და პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრების გამოქვეყნებულ კვლევაში. "ასეთი კოდი კომპანიებს მომხმარებლების ჩვევების და ინტერნეტის მოხმარების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვების საშუალებას აძლევს".

კონკურენტი ძიების საიტი DuckDuckGO ცოტა ხნის წინ Google-ს ინკოგნიტოში ძიების შედეგების პერსონალიზებაშიც ადანაშაულებდა.