Forbes-მა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ მუსიკოსებს შორის უპირობოდ ლიდერობს კანიე ვესტი.

ეს ამერიკელი რეპერი, კომპოზიტორი და პროდიუსერი $170-მილიონიანი შემოსავლებით იმასთან ერთად, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსია, ამავდროულად ფორბსის ასეულში მეორე ადგილზე მოხვდა, როგორც ზოგადად ყველაზე დიდი შემოსავლების მქონე ვარსკვლავი: პირველ ადგილს კაილი ჯენერი იკავებს $590 მილიონით.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბევრს შეიძლება გაუკვირდეს მუსიკოსების შემოსავლების მსგავსი მაჩვენებლები, რადგან ისინი ხშირად კონცერტების მსოფლიო ტურნეებზე არიან დამოკიდებულები, რომლებიც ახლა გაუქმებულია პანდემიის გამო. თუმცა დღეს მომღერლები თავიანთ კონკრეტულ საქმიანობასთან ერთად სხვდასხვა სფეროებშიც არიან ჩართულები, რაც მათ შემოსავლებს ზრდის.

მაგალითად, კანიე ვესტს ცნობილი სპორტული ფეხსაცმლის ხაზი Yeezy აქვს, რომელმაც Adidas-თან თანამშრომლობით მისი შემოსავალი საგრძნობლად გაზარდა.

კანიე ვესტის შემდეგ მუსიკოსებში ლიდერობს ელტონ ჯონი, მესამე ადგილზე კი არიანა გრანდეა. ფორბსის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების TOP 20 ასე გამოიყურება:

  1. კანიე ვესტი — $170 მილიონი
  2. ელტონ ჯონი — $81 მილიონი
  3. არიანა გრანდე — $72 მილიონი
  4. Jonas Brothers — $68.5 მილიონი
  5. Chainsmokers — $68 მილიონი
  6. ედ შირანი — $64 მილიონი
  7. ტეილორ სვიფტი — $63.5 მილიონი
  8. Post Malone — $60 მილიონი
  9. Rolling Stones — $59 მილიონი
  10. Marshmello — $56 მილიონი
  11. შონ მენდესი — $54.5 მილიონი
  12. Jay-Z — $53.5 მილიონი
  13. ბილი აილიში — $53 მილიონი
  14. BTS — $50 მილიონი
  15. დრეიკი— $49 მილიონი
  16. ჯენიფერ ლოპესი — $47.5 მილიონი
  17. Pink — $47 მილიონი
  18. რიანა — $46 მილიონი
  19. ლუკ ბრაიანი — $45.5 მილიონი
  20. Backstreet Boys — $45 მილიონი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების სრული სიის ხილვა შეგიძლიათ აქ.