ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ იტალიის მაჩვენებელს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ხუთშაბათს ბრაზილიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 473-ზე მეტი ადამიანი გარდაიცავალა, რაც კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი მონაცემია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბრაზილიამ იტალიის მაჩვენებლებს გადააჭარბა: იტალიაში ჯამში ვირუსით 33 689 ადამიანი გარდაიცვალა, ბრაზილიაში კი — 34 021. კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიოს პირველი სამეული შემდეგია: ამერიკა, ბრიტანეთი, ბრაზილია.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 30 925 ადამიანს დაუდასტურდა და მათი საერთო რაოდენობა 614 941-მდე გაიზარდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: