მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის თანახმად, ონლაინ მედიაში (1%-ზე მაღალი გაშუქების მქონე სუბიექტებიდან) ყველაზე პოზიტიურად ქართული ოცნება იყო წარმოდგენილი, ყველაზე ნეგატიური ტონით კი ნაციონალური მოძრაობა გაშუქდა.

ქართული ოცნება:

ფოტო: MDF

  • პოზიტიური 15%
  • ნეგატიური 8%

ნაციონალური მოძრაობა:

  • ნეგატიური 35%
  • პოზიტიური 3%

აღსანიშნავია პრეზიდენტის გაშუქების ტონიც - გიორგი მარგველაშვილის პოზიტიური და ნეგატიური მონაცემი 6%, ხოლო ნეიტრალური 88%-ია.

მონიტორინგის ცნობით, 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე, ონლაინ მედიაში ყველაზე დიდი ადგილი მთავრობას და პარტია ქართულ ოცნებას დაეთმო, მესამე ადგილი კი ენმ-მა დაიკავა:

32 009 მასალიდან პოლიტიკურ სუბიექტებს შემდეგი პროცენტული წილი ერგოთ:

ფოტო: MDF

  • მთავრობა - 39,4%
  • ქართული ოცნება - 22%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 10,1%
  • რესპუბლიკური პარტია - 5,8%
  • პრეზიდენტი - 5,4%
  • თავისუფალი დემოკრატები - 2,9%
  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის - 2,9%

MDF-ის ინფორმაციით, 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში ონლაინ-მედიის მონიტორინგი აჩვენებს, რომ მედია საშუალებების მიერ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებაში სტატისტიკურად კონტექსტის ნეიტრალური ტონი ჭარბობს.

ფოტო: MDF

მედიამონიტორინგის თანახმად ყველაზე კრიტიკული მედია-საშუალებაა ნეტგაზეთია, სადაც ყველაზე ნეგატიური კონტექსტი 31%, ხოლო პოზიტიური მხოლოდ 2% იყო.

მედიის განვითარების ფონდი საქართველოში წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე ახორციელებდა. ონლაინ მედიიდან მონიტორინგის სუბიექტები იყვნენ:

  • ინტერპრესნიუსი (IPN)
  • PIA
  • ნეტგაზეთი
  • პირველი რადიო
  • მარშალპრესი.

ანგარიშის სრული ვარიანტი იხილეთ აქ.