ევროკომისიის გადაყწვეტილებით, სომხეთში რეგისტრირებული ყველა ავიაკომპანიას ევროკავშირში ფრენა ეკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ სომხური ავიაკომპანიები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

როგორც ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, ევროკავშირი "მზად არის ითანამშრომლოს და ინვესტიცია განახორციელოს სომხეთში, საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად".

ევროკავშირის "შავი სია" პირველად 2006 წელს შეადგინეს და მასში 90-ზე მეტი ავიაკომპანია, ძირითადად აფრიკიდან მოხვდა. აკრძალვა ეხება სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, სუდანი.

ევროკავშირში აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ავიაკატასტროფებს ასობით ევროპელი მოგზაური იმსხვერპლა. "შავი სია" წელიწადში ორჯერ ახლდება, ემყარება ევროპის აეროპორტებში შემოწმების დროს აღმოჩენილ ნაკლოვანებებს, კომპანიების დაძველებული თვითმფრინავების გამოყენებას.