პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა პატრიოტთა ალიანსის და დამოუკიდებელი დეპუტატების სახით უკვე აქვს და თუ ქართული ოცნების მხრიდან "მელაკუდობა" არ იგეგმება, მაშინ ცვილელები უნდა გავიდეს. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისას განაცხადა.

"თუ თქვენს გუნდში[ქართული ოცნების] მორიგი უბედურება, მელაკუდობა, თუ პოლიტიკური სპექტაკლი არ იგეგმება, მაშინ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ ეს ცვლილებები. მე მგონი, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, ამ ცვლილებების ჩავარდნას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. პარტიებისთვის კი არა, საერთოდ თქვენი ხელისუფლებისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის", — განაცხადა ინაშვილმა.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტის შეთანხმების შედეგად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შევიდეს და 2020 წლის არჩევნებზე 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით უნდა აირჩეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცვლილებებს ხმას არ მისცემენ, თუ მთავარი არხის ერთ-ერთი მესაკუთრე, გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ცვლილებებ მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს და ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.