საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები მხოლოდ ელექტრონული, ე.წ.ჩიპიანი პირადობის მოწმობების აღებას შეძლებენ. სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, სადაც მოსარჩელეები არაელექტრონული ანუ უჩიპო პირადობის გაცემას ითხოვდნენ.

მოსარჩელეები, ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი ამტკიცებდნენ, რომ რწმენის გამო ე.წ. ჩიპიან პირადობის მოწმობასა და პასპორტზე უარის თქმით, მათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები ეზღუდებოდათ.

აღნიშნული დავაზე საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლო გადაწყვეტილებამდე, იუსტიციიის სამინისტრომ პირადობის მოწმობის გაცემის ბრძანებაში ცვლილებებიც შეიტანა და მოქალაქეებისთვის ჩიპის გარეშე პირადობის აღება აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში დაუშვა.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს 4 ივნისის გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.