საგარეო საქმაეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო სომხურ მხარეს სოლიდარობას უცხადებს და კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად დახმარების მზაობას გამოთქვამს.

უწყების განცხადებით, დღეს, 4 ივნისს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე.

"დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა", — წერია უწყების განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერს განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ამ თემებზე ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა, გიორგი გახარიამ და ნიკოლ ფაშინიანმაც ისაუბრეს.

სომხეთის დახმარების მოთხოვნით დღეს მოქალაქეებმა ონლაინ პეტიციაც შექმნეს. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ პაშინიანის განცხადებით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება და პაციენტების დროულ ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებენ. ბოლოს 24 საათში ქვეყანაში 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.