ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი მხეიძე პარლამენტში რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის მოსასმენად მისულ ომბუდსმენს სთხოვს, მეტად მკაცრი იყოს, თუკი ხატებს შეურაცხყოფენ:

"მე მართლმადიდებელი ვარ და გთხოვთ, მეტად მკაცრები ვიყოთ, როცა ხატების შეურაცხყოფა იქნება, შეურაცხყოფა იმ ჩვენი წმიდნანების, რომელიც ჩვენთვის ყველაფერი", — მიმართა დეპუტატმა ნინო ლომჯარიას.

დღეს, 4 ივნისს სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილავენ. რეკომენდაციები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება.