მცირე და საშუალო მეწარმეთა ურთიერთდახმარების სივრცე კრიზისის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ
მცირე და საშუალო მეწარმეთა ურთიერთდახმარების სივრცე სოციალური პროექტია, რომელიც მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე შეიქმნა, რათა რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო მეწარმის ბიზნესი და საქმიანობა დახურვას გადაურჩეს.
პანდემიის პირობებში ყველა ბიზნესს პრობლემები შეექმნა. სწორედ ამ სიტუაციამ განაპირობა მცირე და საშუალო მეწარმეთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შექმნა, რათა კრიზისი ახალი პერსპექტივების დანახვის საშუალებად გადაექციათ. როგორც ინიციატივის დამფუძნებლები ამბობენ, საუკეთესო გამოსავალი მეწარმეების ერთმანეთში გვერდში დგომა, დახმარების აღმოჩენა და საერთო საქმის წინ წაწევაა.
"სივრცე სოციალური პროექტია და სწორედ ამით ვამაყობთ, რომ თითოეულ მეწარმეს რესურსებისა და კონტაქტების მოძიებაში სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარებით. ამასთან ერთად, მიზნად გვაქვს, რომ ეს ყველა პროექტი საჯაროდ და გამჭვირვალედ განხორციელდეს, რაც, ვფიქრობთ, დაცულობის საწინდარია და კომპანიების ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობისას თუ შეთანხმებისას სანდომიან გარემოს ჩამოაყალიბებს", — ამბობენ პროექტის დამფუძნებლები.
გუნდის თითოეული წევრი ერთი მიზნის გარშემო, საერთო პრობლემებმა გააერთიანა. ესაა 13 ადამიანი, რომელიც თავიანთ სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს და ძალიხსმევას სწევს, რათა ინდივიდუალურად განიხილონ თითოეული ქეისი და მოიძიონ საჭირო რესურსები ბიზნესის გადასარჩენად. დღეს უკვე განხორციელდა და დასრულდა ერთი პროექტი, რამდენიმე კი პროცესშია.
ამ საშუალებით ჯგუფის წევრებს სურთ, ხმა მიაწვდინონ კრიზისისგან დაზარალებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, მსხვილ იმპორტიორებს თუ მწარმოებლებს, რათა შეიქმნას მთლიანი ჯაჭვის და რესურსების შეივსოს იმ ბიზნესებისათვის, ვისაც ეს სტაბილურად ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კონკურენციას მათ შემთხვევაში სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, რადგან მცირე და საშუალო მეწარმეთა ურთიერთდახმარების სივრცე პირველ რიგში სოციალურ პროექტს წარმოადგენს. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ასეთი მოძრაობა ჩამოყალიბდეს, "რადგან რაც მეტი "კონკურენცია" იქნება, მით მეტი ბიზნესი გადარჩება."
როგორც პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, მეწარმეებს, რომელთანაც საწყის ეტაპზე აქვთ კავშირი, განსაკუთრებულად მოსწონთ სანდომიანი და გამჭვირვალე გარემო. "ისინი ყოველთვის ხედავენ თუ რა მონდომებით ვუდგებით მათ თითოეულ პრობლემას", — ამბობენ ჯგუფის წევრები.
"საბოლოოდ, თუ მოვახერხებთ ჩვენი სივრცის მეშვეობით და გადავარჩენთ 1 ბიზნესს მაინც დახურვისგან ჩავთვლით, რომ რაღაც გაკეთდა და წვლილი შევიტანეთ ამ დიდ საქმეში", — აცხადებენ ისინი და მოუწოდებენ ყველას, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის მართვაში ჩაბმულ მშრომელ ხალხს, იყვნენ მეტად აქტიურები და ეძიონ ახალი შესაძლებლობები საქმის წინ წაწევისთვის. დაწერონ, იკითხონ და მიიღონ პასუხები; გაუწიონ დახმარება ერთმანეთს და შექმნან გამჭვირვალე სივრცე ერთმანეთის გასაძლიერებლად.
სტატია განთავსებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები