რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს, საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები გათავისუფლდებიან სითი პარკის მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარია.

ამ ინციიატივის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 19 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს, რა იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის.

თბილისის მერიამ სითი პარკს ექსკლუზიური ხელშეკრულება 2007 წელს გაუფორმა და მას ვადა 2025 წელს გასდიოდა. მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წელს გაწყვიტა და პირგასამტეხლოს სახით 25 მილიონი ლარის გადახდა ეკისრებოდა. მერიაში განმარტავდნენ, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა და ისინი ჯარიმას არ გადაიხდიდნენ.

14 თებერვალს მერიამ განაცხადა, რომ C.T.Park-თან დავა შეწყვიტა. მერიის განმარტებით, მათ კომპანიას 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადეს, სანაცვლოდ კი სითი პარკის კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღეს, მათ შორის, ევაკუატორები და სამკერდე კამერები.