ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ამერიკა პროტესტმა მოიცვა. მოქალაქეები უთანასწორობას, რასიზმსა და პოლიციის მხრიდან ფერადკანიანების მიმართ ძალის გადაჭარბებას აპროტესტებენ. პოპულარული გახდა ცნობილი ჰეშთეგი Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია). ამას დაემატა Blackout Tuesday (ბნელი სამშაბათი), რომლის დროსაც ინსტაგრამსა და ტვიტერზე ვარსკვლავებმა ფლოიდის მხარდაჭერის მიზნით შავი კვადრატის ფოტოები გამოაქვეყნეს.

საპასუხოდ, რადიკალმა მემარჯვენეებმა და რასისტული განწყობების მქონე ონლაინ მომხმარებლებმა ჰეშთეგი White Lives Matter (თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) და Whiteout Wednesday (თეთრი ოთხშაბათი) წამოიწყეს.

Twitter-ზე მობილიზებული კეი-პოპის ფანების არმია რასისტულ მოწოდებებს მზად დახვდა. ფანებმა სოციალური ქსელი საყვარელი ვარსკვლავების ფოტოებითა და ვიდეოებით ააჭრელეს და რასისტული ჰეშთეგები გადაფარეს, ამასთან ერთად ფერადკანიანების სოლიდარობის მესიჯები გაავრცელეს.

"ჩუმად ყოფნა დანაშაულია"

ფოტოზე: შეხედე იმ იდიოტს

"ყველა რასისტს, ვინც ეს ჰეშთეგი წამოიწყო"

"კეიპოპის ფანებმა რადიკალების ჰეშთეგი გაანადგურეს"

"არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, სქესს, კანის ფერს, შენს უფლებებზე ხმა აიმაღლე"

"მე როცა ვხედავ, რომ რასისტული ჰეშთეგი ტვიტერზე ტრენდად იქცა VS როცა ვხვდები, რომ ეს კეიპოპის ფანების დამსახურებაა"

"როცა ვხედავ, როგორ ამარცხებენ რასიზმს კეიპოპის ფანები"

"როგორ მძინავს, როცა ვიცი, რომ რასისტებს კეიპოპის ფანები უმკლავდებიან"