ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პარლამენტში არმისვლით რეგლამენტი არ დაურღვევია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

"მე არა მხოლოდ როგორც მინისტრს, არამედ როგორც მოქალაქე ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი მოქალაქე ისევე, როგორც კანონმორჩილი და აქედან გამომდინარე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და შესაბამისად ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია", — განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში აუცილებლად მივა, თუმცა ეს იქნება საქმიანი ვიზიტი და არა "პოლიტიკური შოუ".

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის კომიტეტზე 3 ივნისს დაიბარეს, თუმცა მან წინა დღეს წერილობით გააფრთხილა კომიტეტი, რომ სხდომაზე არ მივიდოდა და შეხვედრა თვის ბოლოსთვის გადადო.

კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრი დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციამ დაიბარა. ფრაქციის დეპუტატის, ლევან კობერიძის თქმით, მინისტრმა კანონო არაერთხელ დაარღვია, რადგან კომიტეტზე სამჯერ დაიბარეს და არც ერთხელ არ მივიდა.