პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით წერილობით ანგარიშს პარლამენტს დღეს, 4 ივნისს გაუგზავნიან. ამ თემაზე გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანგარიში მთავრობის ვებგვერდებზე გამოქვეყნდება.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის ნაბიჯი, რომელიც თავის მოქალაქეს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის, თუ ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა მოტივით, რა სქემით, იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რა იყო მათი მოტივაცია და მიზანი, ეს არის დეტალურ დონეზე ახსნილი ამ ანგარიშში", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ანგარიშზე მუშაობამ დაეხმარათ "სუსტი წერტილების" გამოვლენაში. გახარიას თქმით, ანგარიში იანვარში დაწყებული ღონისძიებიდან 22 მაისამდე პერიოდს მოიცავს.