მსოფლიოს გარშემო ჯამში კორონავირუსით 600-ზე მეტი მედდა გარდაიცვალა და 23 000-ზე მეტ სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN მედდების საერთაშორისო საბჭოზე (ICN) დაყრდნობით ავრცელებს.

"ამ მონაცემების გარეშე, ჩვენ არ ვიცით COVID-19- ის ჭეშმარიტი "ფასი" და ეს ნაკლებ საშუალებას გვაძლევს, რომ მომავალში სხვა პანდემიას გავუმკლავდეთ", — თქვა ICN-ის დირექტორმა, ჰოვარდ კატონმა.

ICN საბჭო 130-ზე მეტ მედდების ასოციაციას და 20 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, ის აფრთხილებს მთავრობებს, რომ იმოქმედონ ჯანმრთელობის დასაცავად და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. მისი ანგარიში ემყარება საექთნო ეროვნული ასოციაციების მონაცემებს, ოფიციალურ ფიგურებსა და მედიის ცნობებს შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებიდან.