ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 3 ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს და მკვლელობის ხელშეწყობასა და წახალისებას ედავებიან. ხოლო დერეკ შოვინს, რომელსაც ფლოიდის მესამე ხარისხის მკვლელობა ედებოდა ბრალად, გადაუკვალიფიცირეს და ახლა მეორე ხარისხის მკვლელობას ედავებიან.

დერეკ შოვინი, ალექსანდერ კუენდა, ღომას ლეინი და ტოუ ჩაო

ფოტო: AP

აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აპროტესტებენ, რომელიც დაკავების დროს პოლიციელის გულგრილობისა და არაადამიანური ქმედებების გამო დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, დემონსტრანტები შეზღუდვას არ ითვალისწინებენ.

მოქალაქეები სისტემაში არსებული რასიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. გამონათქვამებისა და ტვიტების გამო რასიზმში ადანაშაულებენ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.

მშვიდობიანად დაწყებული პროტესტი არეულობასა და დარბევაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ მანქანებს და არბევენ მაღაზიებს, პოლიცია კი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს.

ამავე თემაზე: