კანი 2020: რომელი ფილმების პრემიერა უნდა შემდგარიყო წელს ფესტივალზე
კანის წლევანდელი ფესტივალი 13-23 მაისს უნდა ჩატარებულიყო, ჟიურის ხელმძღვანელი კი სახელოვანი ამერიკელი რეჟისორი, სპაიკ ლი უნდა ყოფილიყო, თუმცა პანდემიის გამო ფესტივალი ჯერ ოპტიმისტური იმედით ზაფხულისთვის გადაიდო, შემდეგ კი გაუქმდა.
ამის მიუხედავად, რამდენიმე საათის წინ კანის ფესტივალის წარმომადგენლებმა იმ ფილმების სია გამოაქვეყნეს, რომელთა პრემიერაც წლევანდელ ფესტივალზე იყო დაგეგმილი.
მართალია, ამ ფილმებს წელს კანის კინოფესტივალის ჟიური და ერთგული მაყურებელი ჩვეულ ფორმატში ვერ იხილავს, თუმცა მათ კანის ფესტივალის სპეციალური ნიშანი/ეტიკეტი მიენიჭებათ, რაც მათ შემდეგში კინოგაქირავებასა და სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობაში სამომავლოდ ხელს შეუწყობს.
ორგანიზატორების განცხადებით, წელს საკონკურსოდ 2 067 ფილმი განიხილეს და მათგან 56 საუკეთესო შეარჩიეს. წელს დაგეგმილ ჩვენებებს შორის 15 სადებიუტო ნამუშევარი, 16 კი რეჟისორი ქალების კინოსურათი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის მოხვდა ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი დასაწყისი.
სიის გამოქვეყნებისას არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელი ფილმები განიხილებოდა საკონკურსოდ. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, წელს ფესტივალზე მაყურებლები იხილავდნენ უეს ანდერსონის The French Dispatch, ფრანსუა ოზონის SUMMER 85, სტივ მაკქუინის Lovers Rock, ნაომი კავასეს ASA GA KURU, თომას ვიტენბერგის Druk, ვიგო მორტენსენის სადებიუტო სანუმშევარს Falling და Pixar-ის ახალ ანიმაციას Soul.
სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ აქ.
The New York Times-ის ცნობით, აღნიშნული ფილმების ნაწილის ჩვენება მომავალი წლის ფესტივალზე შედგება.
"კვლავ შევხვდებით", — განაცხადა ფესტივალის პრეზიდენტმა, ტერი ფრემომ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები