ჩვენი კარი ღიაა "ოცნების" ხალხისთვის, ვინც სული ჩადო წინა ხელისუფლების შეცვლაში, ასევე, ოპოზიციისთვის — ხაზარაძე
პარტია ლელოს დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2020 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მათი კარი ღიაა მსურველებისთვის, მათ შორის ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის ან ევროპული საქართველოს წევრებისთვის. ლელო ოპოზიციის შეთანხმებას არ უერთდება და მაჟორიტარებს ყველა ოლქში წარადგენს.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი ფერი, ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი პროგრამა და ჩვენ დამოუკიდებლად გავალთ არჩევნებზე. თუ ვინმეს უნდა შემოერთება, ჩვენი კარი ღიაა.
აქვე მინდა ხაზი გაუსვა, კარები ღიაა ოცნების ხალხისთვის, ვინც მართლა გული და სული ჩადო და შეცვალა წინა ხელისუფლება და ასევე, ოპოზიციური, ნაციონალური მოძრაობა იქნება, თუ ევროპული საქართველო", — განაცხადა ხაზარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ლელო არა ამ არჩევნებისთვის, არამედ "გრძელვადიანი მოგზაურობისთვის" შეიქმნა, რასაც გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება, ამიტომ მათ სურთ გაერთიანება იდეოლოგიის ირგვლივ. მისი თქმით, 30 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკა არსებობს პრინციპით "ყველა ერთის წინააღმდეგ", რაც შედეგობრივად არავის წაადგა და ეს პარადიგმა უნდა შეიცვალოს.
"რომ დაამარცხებ, მერე მოტრიალდები და მიხვდები, ვისთან ერთად დაამარცხე, რომელთანაც შენ საერთო არაფერი გაკავშირებს, არც მორალური, არც ისტორიის თვალსაზრისით, არც პოლიტიკური გემოვნების თუ იდეოლოგიის თვალსაზრისით. მე ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი. მერე იწყება ისევ ქაოსი. მერე აღმოჩნდება ისევ ვიღაცა, რომელიც აღმოჩნდება პრობლემა ამ პოლიტიკის", — განაცხადა მან.
საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, არის ოლქები, სადაც ცალსახად ერთი კანდიდატია საჭირო, თუმცა ზოგიერთში შეიძლება რამდენიმე კანდიდატის წარდგენა. ლელო კი აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.
მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.
ამავე თემაზე:
- ვინც უფრო დიდი პარტიაა და გამოცდილი, იმან მეტი უნდა დათმოს — უგულავა მაჟორიტარულ ოლქებზე
- ნაცვლიშვილი, კოჟორიძე, გეგელია — ლელო მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებს
- მაჟორიტარი მდინარაძის თქმით, პარტიული და საპარლამენტო თანამდებობის გამო, მისთვის მაჟორიტარობა რთული იქნება
- ზოგი პატივცემული პოლიტიკოსი ცდება; შეიძლება, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ სიხარბეს — ბოკერია მაჟორიტარულ ოლქებზე
- ვგეგმავთ მივიღოთ არჩევნებში მონაწილება, რამდენიმე დღეში გაიგებთ, რა ფორმით — ჯაში
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები