ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ვიზუალური ისტორიის უნიკალური ნიმუშები შეიძინა
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმდიდრესი ფოტოარქივი კიდევ ერთი უნიკალური კოლექციით გაამდიდრა. 2800 უნიკალური ფოტო, რომელიც აქამდე ბაადურ ქობლიანიძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა უკვე ეროვნული მემკვიდრეობა გახდა.
"გილოცავთ და მოგვილოცეთ! დასრულდა ორწლიანი მოლაპარაკება და თანმდევი პროცესიც: საქართველოში უდიდესი კერძო ფოტოკოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პროლოგის ჩათვლით ათასობით ძალიან ცნობილი თუ სრულიად უცნობი ფოტოსურათის ორიგინალი მომავალ წელს ჩვენს ფოტომუზეუმში წარმოგიდგებათ თემატურ გამოფენებად. საქართველოს ვიზუალური ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გადარჩენა - ამ ამბავს ასეც შეიძლება დავარქვათ. აქვე გთავაზობთ რამდენიმე სურათს გასული საუკუნის დასაწყისისას - მცირედს მცირედიდან - დიდი და საოცარი მოგზაურობა კი წინ გელით - უკვე დაზუსტებულ პირთა საძიებლით, ქრონოლოგიითა თუ კონტექსტებით", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
"დიდი ამბავი უნდა გახაროთ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უძვირფასესი ფოტოკოლექცია შეიძინა. 2800 უნიკალური ფოტო. ეს არაა ის ფოტოები, რომლებიც შეიძლება ნახოთ ინტერნეტში. უმეტესი მათგანი დღემდე არცერთ მუზეუმში არ იყო დაცული, ისინი საუკეთესოდაა შემონახული და ბევრი მათგანი საქართველოს კულტურის ისტორიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და მეგობრებმა კორონავირუსის პანდემიის დროს დიდი მხარდაჭერა გვაგრძნობინეს ამ კოლექციის აღწერის და შეძენის საქმეში",- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები