ბესელიას თქმით, 2020-ის არჩევნებში მაჟორიტარობაზე ფიქრობს, მაგრამ კენჭს ფოთის მაჟორიტარად აღარ იყრის
ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარობაზე ფიქრობს. მისი თქმით, მაჟორიტარობაზე კენჭს ფოთში აღარ იყრის და საბოლოო გადაწყვეტილებას ოლქის შესახებ მაშინ მიიღებს, როცა სარჩევნო კოდექსში ცვლილება შევა.
"მე ვფიქრობ მაჟორიტარობაზე, გულწრფელად რომ გითხრათ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ვუყურებ საარჩევნო შედეგის ჭრილში და არა იმ ჭრილში, მე ეკა ბესელიას რა მინდა და რა არ მინდა. მე რა მინდა, ეგ დიდი ხანია დამავიწყდა, რაც პოლიტიკაში ვარ. [...]
ფოთში დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ ვიქნები. მე მგონია, სწორია ეს გადაწყვეტილება. მე ვარ წარმოშობით ფოთიდან და ერთი მაჟორიტარული პერიოდი იყო სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ რაც შემეძლოა, გამეკეთებინა ამ ქალაქისთვის", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.
საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, არის ოლქები, სადაც ცალსახად ერთი კანდიდატია საჭირო, თუმცა ზოგიერთში შეიძლება რამდენიმე კანდიდატის წარდგენა. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.
მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.
ამავე თემაზე:
- ვინც უფრო დიდი პარტიაა და გამოცდილი, იმან მეტი უნდა დათმოს — უგულავა მაჟორიტარულ ოლქებზე
- ნაცვლიშვილი, კოჟორიძე, გეგელია — ლელო მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებს
- მაჟორიტარი მდინარაძის თქმით, პარტიული და საპარლამენტო თანამდებობის გამო, მისთვის მაჟორიტარობა რთული იქნება
- ზოგი პატივცემული პოლიტიკოსი ცდება; შეიძლება, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ სიხარბეს — ბოკერია მაჟორიტარულ ოლქებზე
- ვგეგმავთ მივიღოთ არჩევნებში მონაწილება, რამდენიმე დღეში გაიგებთ, რა ფორმით — ჯაში
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები