ვერ ვიქნებით ტოლერანტულები რასიზმის მიმართ — რომის პაპი ფლოიდის მკვლელობას გამოეხმაურა
რომის პაპმა ფრანცისკემ პოლიციის ოფიცრის მხრიდან ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ტრაგიკული უწოდა. მისივე თქმით, ის ლოცულობს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც "რასიზმის ცოდვის მსხვერპლი გახდა".
"ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს და ვერ ვიქნებით ტოლერანტულები რასიზმის ნებისმიერი ფორმის მიმართ და ამავე დროს ვაცხადებდეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის სიწმინდეს ვიცავთ. მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო ღამეების ძალადობა თვითგამანადგურებელია. ძალადობას არაფერი მოაქვს და ბევრი რამ იკარგება", — განაცხადა რომის პაპმა.
აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აპროტესტებენ, რომელიც დაკავების დროს პოლიციელის გულგრილობისა და არაადამიანური ქმედებების გამო დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, დემონსტრანტები შეზღუდვას არ ითვალისწინებენ.
მოქალაქეები სისტემაში არსებული რასიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. გამონათქვამებისა და ტვიტების გამო რასიზმში ადანაშაულებენ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.
მშვიდობიანად დაწყებული პროტესტი არეულობასა და დარბევაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ მანქანებს და არბევენ მაღაზიებს, პოლიცია კი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები