საჩხერეში, საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუსის განმარტებით, საქართველოს 9 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს. შემთხვევა გუშინ, 12 მაისს, მოხდა.