შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც 2 დღის წინ აფეთქებულ გაზგასამართ სადგურს ამოწმებდა, პირველადი ინფორმაციით, დენმა დაარტყა.

"მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა", — აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მუხლი ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მოჰყვა. დანაშაული ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ნუცუბიძის პლატოზე, ელგუაჯა ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური პირველ ივნისს აფეთქდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ექსპერტ-კრიმინალსიტი კი ამ ტერიტორიაზე მუშაობდა.