ახალ ზელანდიაში ავატარის გადასაღებად ჩასული ჯეიმს კამერონი თვითიზოლაციაში მოათავსეს
დაახლოებით ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო შეჩერებული Avatar-ის სიქველის გადაღებები უახლოეს მომავალში განახლდებოდა. ცოტა ხნის წინ კი დადასტურდა, რომ რეჟისორი ჯეიმს კამერონი შემოქმედებით გუნდთან ერთად უკვე ჩავიდა ახალ ზელანდიაში მუშაობის გასაგრძელებლად.
The Guardian-ის ცნობით, 16 მარტიდან მოყოლებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ახალ ზელანდიაში საზღვრები დღემდე მთლიანად ჩაკეტილია, თუმცა ავატარის 55-წევრიან გადამღებ ჯგუფს სპეციალური უფლება მისცეს, რათა კერძო თვითმფრინავით ჩაფრენილიყვნენ.
ახალი ზელანდია პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ კარგ მაგალითად ითვლება: აქამდე კორონავირუსით ინფიცირების 1 500 დადასტურებული შემთხვევა და 22 გარდაცვალება დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ქვეყანა კი მხოლოდ ახლა იწყებს ნელ-ნელა შეზღუდვების შემცირებას და ცხოვრების ჩვეულ წესთან დაბრუნებას.
სწორედ ამის გამო, მართალია, ჯეიმს კამერონსა და შემოქმედებითი გუნდის სხვა წევრებს ქვეყანაში ჩასვლის უფლება მიეცათ, თუმცა გადაღებების დაწყებამდე სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ.
ამის შესახებ ინფორმაცია ფილმის პროდიუსერმა, ჯონ ლანდაუმ ინსტაგრამზე გაავრცელა:
გასულ თვეს ჯეიმს კამერონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა ბევრი პროექტის მსგავსად, პანდემიამ მისი ახალი ფილმის გადაღებებსაც შეუშალა ხელი და მოუთმენლად ელოდა, თუ როდის დაუბრუნდებოდა გადასაღებ მოედანს. როგორც ჩანს, ამ სურვილის ასასრულებლად არაფერს შეუშინდა და მაქსიმალურად ადრე დაუბრუნდა ამ ახალ ფილმზე მუშაობას, რომელიც ერთ-ერთი პირველი დიდი ჰოლივუდური პროექტია, რომელზე მუშაობაც პირველად განახლდა პანდემიის შემდეგ.
ავატარის მეორე ნაწილი, რომლის გადაღებაზეც ამჟამად მუშაობენ, ამ ცნობილი ბლოკბასტერის ერთადერთი სიქველი არ იქნება: ჯეიმს კამერონი აპირებს, რომ მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილებიც გადაიღოს, რომელთა პრემიერაც, სავარაუდოდ, 2023, 2025 და 2027 წლებში შედგება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები