"თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა", — ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჟურნალისტებს, ლარის გამყარების მიზეზებზე დასმულ კითხვაზე. მისი თქმით, ამაზე რამდენიმე ფაქტორი კომპლექსურად მოქმედებს და ამასთან, ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს:

"ლარი რომ მყარდება ეს არის რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების კომპლექსი. პირველ რიგში, ეს არის ჩენი დაბალანსებული მაკროეკენომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულად-საკრედიტო ბერკეტები. რა თქმა უნდა, ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც დადებითად აისახება საბოლოო ჯამში, რადგან იმპორტირებული საქონელზე ეს პოზიტიურად მოქმედებს".