პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის აზრით, საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტი ოპოზიციისთვის გამარჯვების გარანტი რომ ყოფილიყო, მას გიორგი რურუაზე არ გაცვლიდნენ. ამ თემაზე კომენტარი კილაძემ მთავარ არხთან გააკეთა.

"ვინმე არის დარწმუნებული ამაში, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გარანტი იქნებოდა ნაციონალური მოძრობის თუ ოპოზიციის სხვა ნაწილის გამარჯვების და ისინი თანამდებობებს რურუაზე გაცვლიდნენ?! მე სიმართლე გითხრათ ეს არ მგონია", — თქვა სოფო კილაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრები საარჩევნო კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. ევროპული საქართველო და ნაციონალურ მოძრაობა აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება.