თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, იმ ღია კაფეებს, რომლებიც მუნიციპალურ სივრცეში მდებარეობენ, მეტი ადამიანის მისაღებად და უსაფრთხოების წესების დასაცავად ამ ტერიტორიების გამოყენების საშუალება ექნებათ.

"ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას გამოიყენონ მიმდებარე მუნიციპალური ფართები და რესტორნებმა, კაფე-ბარებმა, მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა, რომ ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს", — თქვა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ეს გადაწყვეტილება პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან შეთანხმებით მიიღეს, რათა სპეციალური წესების და მაგიდებს შორის დისტანციის აუცილებლობის მიუხედავად, ობიექტების სტუმართა რაოდენობა არ შემცირდეს.