დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის დადასტურებული 4 ახალი შემთხვევიდან 1 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, დანარჩენი 3 კი სატვირთო მანქანის მძღოლები არიან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მისივე განმარტებით,ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 147 დადასტურებული პაციენტი და ქვეყანაში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი დადასტურებული შემთხვევების 80%-ს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, იქ ამ ეტაპზე 57 დადასტურებული შემთხვევა ჰყავთ, მათ შორის გუშინ 2 შემთხვევა საბურთალოს კლასტერიდან დაემატა, 2 კი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა.

"მძიმე პაციენტები, მძიმე პნევმონიით და პრობლემური პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს. ძირითადად უკვე ამ 57-ში საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს და მცირე რაოდენობით არის მსუბუქი მიმდინარეობით", — განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 640 გახდა. 4-ით არის გაზრდილიი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა და დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 800 გახდა.

ბოლო მონაცმებით, კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი, კორონავირუსით გარაცვლილია 13 პირი, ხოლი უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: