პარტია ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა მათ უკვე შეარჩიეს და ისინი "გამორჩეული რეპუტაციისა და შესაძლებლობების, ენერგიული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდები" იქნებიან. ბადრი ჯაფარიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი იბრძოლებენ მაჟორიტარობისთვის თითოეულ ოლქში:

"ეს ადამიანები არიან ლელოს დღევანდელი ლიდერები. მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ ვინ იგულისხმება ლიდერებში, ესენი არიან: ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე, გრიგოლ გეგელია და ბევრი მათი მსგავსი განათლების, შესაძლებლობების, ენერგიის და პასუხისმგებლობის ადამიანები. ჩვენ აუცილებლად ცალკე გავაკეთებთ მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენას და ისიც იქნება განსაზღვრული, თუ ვინ რომელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. [...] მე უბრალოდ დაგისახელეთ ის ლიდერები, რომლებიც იქნებიან მაჟორიტარული კანდიდატები".