თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 2 ივნისს მოხდა. გარდაცვლილი ჩვილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გამთენიისას იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს ეს ფაქტი დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.