რასიზმი ამერიკის პანდემიაა და ვაქცინა ჯერ არ გვიპოვია — ჯორჯ კლუნი
სამი ოქროს გლობუსისა და ორი ოსკარის მფლობელი ჰოლივუდის მსახიობი, ჯორჯ კლუნი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და პოლიციელების მიერ დაპატიმრებისას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტზე საჯაროდ გამოქვეყნებულ ესეში ისაუბრა.
"ჩვენ ვნახეთ, როგორ შეწყვიტა მან სუნთქვა ოთხი პოლიციელის ხელებში", — წერს ჯორჯ კლუნი და მხარს უჭერს იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ამ ფაქტს გმობენ და რასიზმს უპირისპირდებიან.
59 წლის მსახიობმა აშშ-ში სისტემური რასიზმის პრობლემაზე კრიტიკულად ისაუბრა:
"არ ვიცით, რა შედეგებამდე მივა ეს პროტესტი. ვილოცოთ და ვიმედოვნოთ, რომ ამის გამო არავინ დაიღუპება. თუმცა ისიც ვიცით, რომ ბევრი არაფერი შეიცვლება. ქუჩებში ამოხეთქილი სიბრაზისა და იმედგაცრუების გრძნობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა მცირედით გაიზარდა ჩვენი ქვეყანა მონობის თავდაპირველი ცოდვის შემდეგ".
ჯორჯ კლუნმა რასიზმი პანდემიას შეადარა:
"ეს ჩვენი პანდემიაა: ყველანი ინფიცირებულები ვართ და 400 წელია მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ვერ გვიპოვია.
Syriana-ს, Ocean's Thirteen-სა და Solaris-ის ვარსკვლავის აზრით, უკეთესი ცვლილებების იმედი მხოლოდ არჩევნებია:
"ჩვენ ისეთი პოლიტიკოსები გვჭირდება, რომლებიც ყველა მოქალაქის სამართლიან მოთხოვნებს თანაბრად ითვალისწინებენ და არა ისეთი, რომელიც ხალხში სიძულვილსა და ზიზღს აღვივებს. მნიშვნელოვანი ცვლილებების მისაღწევად კი მოსახლეობას ერთადერთი გამოსავალი რჩება: არჩევნებში ხმის მიცემა".
ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს დაპატიმრების დროს გარდაიცვალა, ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო კი ინტერნეტსა და მედიაში გავრცელდა, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა, დაკავებაში მონაწილე პოლიციელი კი მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
პოლიციელების მიერ გადაჭარბებული უფლება-მოვალეობების პრაქტიკასა და სისტემური რასიზმის პრობლემებს გამოეხმაურა ცნობილი რეჟისორი სპაიკ ლიც და სპეციალური მოკლემეტრაჟიანი ფილმი გაავრცელა.
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
კომენტარები