ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ისინი არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რა ფორმით მოხდება ეს.

"ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან საერთო კანდიდატებზე შეთანხმება ტაქტიკურად იქნება მათთვის მნიშვნელოვანი, რადგან ცალკე აღებული პარტიების წარმატების შანსები იქნება საკმაოდ დაბალი. რაც შეეხება ოცნების კანდიდატებს, ალბათ, მოსალოდნელი იქნება სერიოზული ცვლილება, განსაკუთრებით, მაჟორიტარი კანდიდატებთან მიმართებაში", — განაცხადა მან.

საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, არის ოლქები, სადაც ცალსახად ერთი კანდიდატია საჭირო, თუმცა ზოგიერთში შეიძლება რამდენიმე კანდიდატის წარდგენა. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.

მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.

ამავე თემაზე: