თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ცნობით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80 პროცენტს მიაღწია, დადასტურებულ პაციენტებთან შედარებით. ამის შესახებ მან დღეს, 2 ივნისს ბრიფინგზე ისაუბრა:

"ამ ეტაპზე 150 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, გამოჯანმრთელებულებთან შედარებით. ჩვენთან გუშინ შემოვიდა 3 დადასტურებული შემთხვევა და ერთი შესაძლო შემთხვევა. ისინი საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 58 პაციენტი. მათში პრობლემური, მძიმე პაციენტი აღარ გვყავს".

2 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა და 10 გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 796 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 12.