პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემონსტრანტების დასაშლელად არმიის გამოყენებით იმუქრება
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემონსტრანტების დასაშლელად არმიის გამოყენება შეუძლია. მისივე თქმით, ის მზადაა ათასობით ჯარისკაცი გაგზავნოს. არეულობასა და ძალადობის აქტებს ტრამპმა შიდა ტერორი უწოდა.
"სამოქალაქო და სამხედრო, და ყველა რესურსის მობილიზებას მოვახდენ, რათა არეულობა და მაროდიორობა დასრულდეს", — განაცხადა ტრამპმა ორშაბათის ბრიფინგის დროს.
1878 წლის კანონის, Comitatus Act-ის თანახმად, კონგრესის თანხმობის გარეშე ქვეყნის შიგნით სამხედრო ძალები ვერ იმოქმედებენ. თუმცა ტრამპი აცხადებს, რომ ის გამოიყენებს 1807 წელს მიღებულ კანონს, Insurrection Act-ს, რომელიც მას შემდეგ აშშ-ში არასდროს გამოუყენებიათ.
დონალდ ტრამპის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე თეთრ სახლთან დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ და სამხედროებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის ქალაქებში არაერთი მაღაზია და მანქანა დაიწვა. დემონსტრანტები კერძო საკუთრებებს არბევენ. ამის საპასუხოდ 40-მდე ქალაქში კომენდანტის საათი დააწესეს, თუმცა დემონსტრანტები მას არ იცავენ.
მასობრივი არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა კვირას მინეაპოლისში დაკავების დროს პოლიციელმა აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ინტერნეტში გავრცელდა დაკავების ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ხელებშეკრული ჯორჯ ფლოიდი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი დერეკ შოვინი მას კისერზე მუხლს აჭერს. ვიდეო ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო.
"ვერ ვსუნთქავ", "არ მომკლათ" — ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი, როცა პოლიციელი მას კისერზე მუხლს აჭერდა. ამასთან, ვიდეოში ჩანს მეორე პოლიციელიც, რომელიც ფლოიდს არ ეხმარება და არც აღშფოთებულ გამვლელებს აძლევს ახლოს მისვლის უფლებას.
აღნიშნული შემთხვევიდან მალევე დერეკ შოვინი და კიდევ სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რამდენიმე დღეში კი შოვინი ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები