Moonshot — იდეალური საშუალებაა დისტანციურად მუშაობის დროს თანამშრომლებისთვის გუნდური შეკავშირებისთვის მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ვიდეო კონფერენციის განმავლობაში თანამშრომლებს სხვა საკითხების განხილვასთან ერთად ინტერაქტიული გუნდური სიმულაციის თამაშის საშუალება ექნებათ, რომელიც რეალურ და ვირტუალურ სამყაროებში ამოცანების შესრულებას ითვალისწინებს. საბოლოოდ კონფერენციის მონაწილეების მიზანია თამაშში გუნდურად გაიქცნენ და ასეთი სახით გადაარჩინონ ერთმანეთი.

ინტერაქტიულ კონფერენცია-თამაშში მონაწილეობის მიღება 10-დან 100-მდე თანამშრომელს შეუძლია, რომლებსაც სცენარის მიხედვით გადარჩენა მხოლოდ გუნდური მოქმედებით შეუძლიათ. აღნიშნული კონფერენციის სიმულაცია თანამშრომლებს გუნდურობის მნიშვნელობას უფრო მკაფიოდ და საინტერესოდ დაანახებს.

თამაშის განმავლობაში მოთამაშეებს იმიტირებული ხელოვნური ინტელექტი ამოცანების შესრულებაში დაეხმარება. გარდა ამისა თანამშრომლებს დისტანციურად მთვარეზე არსებული სადგურის მართვის საშუალება და რეალურ სამყაროსთან ინტერაქცია შეეძლებათ.

"სან-ფრანცისკოში შექმნილი Future Technology Escape Room წარმოადგენს ინოვაციურ კონცეფციას, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევებს და გუნდური შეკავშირების გამოცდილებას აერთიანებს" — წერს ონლაინ გამოცემა The Next Web.

აღნიშნულ სიმულაციაში მონაწილეობის მისაღებად თითო მომხმარებელს 30 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს, ხოლო მასში ჩასართავად საკმარისია თანამედროვე და აქტუალური ბრაუზერის ვერსიით სარგებლობდეთ.